ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინი ვაშინგტონთან თანამშრომლობას გააგრძელებს


ჩინეთის ლიდერმა შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი მიიღო

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ის ითანამშრომლებს შეერთებულ შტატებთან, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონთან „გადაუჭრელი“ სხვაობა არსებობს.

ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა დღეს პეკინში შეერთებული შტატების ხაზინის მდივანთან ჯეკ ლიუსთან შეხვედრის დროს განაცხადა:

„ჩინურ-ამერიკულ ურთიერთობებში, ჩვენ უზარმაზარი საერთო ინტერესები გვაქვს. თუმცა, არსებობს რასაკვირველია გადაუჭრელი განსხვავებებიც. მაგრამ ჩვენ ამ საკითხს სტრატეგიული და გრძელვადიანი პერსპექტივით განვიხილავთ. მჯერა, რომ მუდამ შევძლებთ ამ ურთიერთობის მიმართულების შენარჩუნებას,“ - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG