ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი ბრექსიტით დაკარგული სავაჭრო კავშირების აღდგენას ცდილობს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს ჩინეთში ჩავიდა. ტერეზა მეის მიზანია ბრექსიტით გაუქმებული ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განახლება და გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის წახალისება. ბრიტანეთის ევროპის კავშირიდან გამოყოფის პროცესის დასრულებას მომავალ წელს ელიან.

ბრიტანეთის პრემიერს დელეგაციაში 50 ბიზნეს ლიდერი ახლავს, რომლებიც მოწადინებული არიან, მსოფლიოს ზომით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან კავშირებით, საკუთარი საქმიანობა გააფართოვონ. სამდღიანი ვიზიტი პეკინში და შანხაიში ჩასვლამდე, სადაც ტერეზა მეი ჩინეთის უმაღლეს პირებს შეხვდება, ინდუსტრიული ცენტრების მონახულებას ითვალისწინებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG