ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკანდალი ჩინეთის პოლიტიკაში


ბო ხილაი სასამართლოს წინაშე წარსდგება

ჩინეთის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ისტორიაში ჩინეთის უდიდესი პოლიტიკური სკანდალის მთავარი მონაწილე - პოლიტიკოსი, ბო ხილაი კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და ის სასამართლოს წინაშე წარსდგება.

ოფიციალური სინჰუას სააგენტო აცხადებს, რომ ბატონ ბოს, რომელიც ერთ დროს ჩინეთის პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა კორუფციის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, მექრთამეობისა და სუსტი სქესის წარმომადგენლებთან შეუსაბამო ურთიერთობებისთვის გაასამართლებენ.
საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ სკანდალმა სერიოზული რეზონანსი გამოიწვია და პარტიისა და სახელმწიფოს რეპუტაცია შებღალა.
XS
SM
MD
LG