ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვლადიმირ პუტინი ჩინეთს სტუმრობს


ვლადიმირ პუტინი ჩინეთს სტუმრობს

რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი ჩინეთს ბუნებრივი აირის მილსადენის აშენებასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდებს. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ჩინეთმა რუსეთის მიერ შეთავაზებული გაზის ფასი უარყო.

პუტინმა ეს განცხადება დღეს პეკინში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ის ჩინეთს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს ენერგო-პროექტებზე მოლაპარაკების საწარმოებლად.

ჩინეთის პრემიერ მინისტრ ვენ ჟიაბაოსთან შეხვედრის შემდეგ, პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ ჩინეთის მიერ გაზის ფასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის.

XS
SM
MD
LG