ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი პეკინს ეწვია


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამდღიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. ვიზიტის მიზანი ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების, ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის და რეგიონალური სავაჭრო პოლიტიკის განხილვაა. მას შემდეგ, რაც მესამე ვადით პრეზიდენტობას შეუდგა, ეს ვლადიმირ პუტინის პირველი აზიური ვიზიტია. რუსეთის პრეზიდენტი დღეს უკვე შეხვდა თავის ჩინელ კოლეგას ჰუ ძინტაოს. ასევე რუსეთის ლიდერი მონაწილეობას მიიღებს რეგიონალური უსაფრთხოების სამიტში, რომელიც პეკინში გაიმართება.

XS
SM
MD
LG