ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები დანიშნეს


პარლამენტმა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დაამტკიცა

დღეს ჩინეთის პარლამენტმა ორ მნიშვნელოვან პოსტზე ახალი კანდიდატურები დაამტკიცა. უენგ უი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. ის მანამდე იაპონიაში ჩინეთის ელჩი იყო. მისი დანიშვნა საგარეო უწყების ხელმძღვანელად ჩინეთსა და იაპონიას შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე მოხდა.

ორი ქვეყანა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორულ დავაშია ჩაბმული. ჩინეთის თავდაცვის მინისტრად კი პარლამენტმა ჩანგ უანქუანი დაამტკიცა. ის მანამდე ჩინეთის კოსმოსურ პროგრამაზე მუშაობდა.
XS
SM
MD
LG