ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამოუკიდებელი კანდიდატები ჩინეთის პოლიტიკაში


Elections, vote
Elections, vote

ჩინეთის სახელმწიფო მედიის განცხადებით, ინტერნეტი ხელს უწყობს ადგილობრივ არჩევნებში არა-პარტიული ხაზით კანდიდატების მოზიდვას.

კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლიტებული გაზეთი „გლობალ ტაიმსი“ აცხადებს, რომ ანალიტიკოსები სიფრთხილის გამოჩენით მიესალმებიან ახალ ტენდენციას. ჩინეთის ოპოზიციური პარტიების არჩევნებში მონაწილეობა აკრძალულია, თუმცა ხელისუფლება დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობას არ კრძალავს.

გასულ კვირას ინტერნეტ ბლოგერმა ლი ჩენგპენგმა ჩენგდუს ადგილობრივ სახალხო კონგრესში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. სამი საათის განმავლობაში მას ბლოგზე 3 000ზე მეტი მიმდევარი გამოუჩნდა.

ჩინგპენგის მაგალითით, კიდევ რამდენიმე დამოუკიდებელმა კანდიდატმა გამოთქვა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი.

XS
SM
MD
LG