ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს $1.5 მილიარდი დაუყადაღა


ჩინეთის პოლიციამ 380 ონლაინ საფინანსო კომპანია შეისწავლა და მათ ჯამში, 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება გაუყინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ონლაინ სესხების ინდუსტრია რამდენიმე სკანდალში გაეხვა.

კერძო ფინანსურ კომპანიებს, პეკინი უფლებას რთავდა სესხი გაეცათ ადამიანებსა და ოჯახებზეც, რომლებიც სახელმწიფო ბანკებსგან ფინანსურ დახმარებას ვერ იღებდნენ. ეს გადაწყვეტილება კომუნისტური პარტიისთვის მოგვიანებით თავისტკივილად გადაიქცა, რადგან მნიშვნელოვნად გაიზარდა გაკონტრების და თაღლითობის შემთხვევები. ამას კი შედეგად, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

პოლიციის ინფორმაციით, მათ გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც პირისპირ პერსონალური სესხების (person2person) შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა და გახშირდა მასთან დაკავშირებული რისკები, თაღლითობის შემთხვევები და საჩივრების რაოდენობა.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს დაკავებების შესახებ ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია. სამართალდამცავების თქმით, მიმდინარეობს ასი აღმასრულებელი პირის საქმიანობის გამოძიება, რომელთან ნაწილიც ქვეყნიდან გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა $1.5 მილიარდის ოდენობის აქტივები დააყადაგეს, ჯერ-ჯერობით უცნობია დაუბრუნდებათ თუ არა მეანაბრეებს ბანკებში ჩადებული საკუთარი თანხები.

ონლაინ სესხის პლატფორმები 2017 წლამდე, ყოველწლიურად, სამჯერ იზრდებოდა. 2017 წელს მარეგულირებლებმა ამ სახის სესხებზე კონტროლი გაამკაცრეს. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლისთვის ინტერნეტ სესხების ჯამური ოდენობა 177 მილიარდი დოლარი (1.2 ტრილიონი იუანი) იყო.

მსგავსი კომპანიები ინტერნეტს იყენებენ იმ ადამიანებისგან რესურსების მისაზიდად, რომლებსაც ფინანსური ცოდნა არ აქვთ და ვერ აცნობიერებენ სესხის აღებასთან დაკავშირებულ რისკებს.

2015 წლის მონაცემებით, ჩინეთში ონლაინ და პირისპირ პერსონალური (P2P) სესხების მომსახურების საერთო ღიბულება 1.5 ტრილიონი დოლარი იყო.

ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფინანსურ სქემაში, 2015 წელს მეანაბრეებმს $7.7 მილიარდი დაკარგეს. კომპანიის დამფუძნებელს და მის ძმას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG