ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა მთვარის ბნელ მხარეზე კოსმოსური კაფსულა წარმატებით დასვა


ჩანგე-4-ის მიერ მთვარის ზედაპირზე გადაღებული ერთ-ერთი პირველი ფოტო, 2 იანვარი, 2019
ჩანგე-4-ის მიერ მთვარის ზედაპირზე გადაღებული ერთ-ერთი პირველი ფოტო, 2 იანვარი, 2019

კოსმოსის ათვისების ისტორიაში პირველად, ჩინეთის კოსმოსის სააგენტოს კაფსულა მთვარის ბნელ მხარეზე წარმატებით დაჯდა. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება.

„ჩანგე-4“ სიჩანგის სატელიტების გამშვები ცენტრიდან, რომელიც ჩინეთის სამხრეთ ნაწილიში მდებარეობს, დეკემბრის დასაწყისში გაუშვეს.

დაჯდომიდან მალევე, „ჩანგე-4-მა“ მთვარის ზედაპირზე გადაღებული ფოტოები სატელიტ „ქუექიაოს“ გაუგზავნა, რომელიც მაისში გაუშვეს მთვარეზე ისტორიული მისიის პირველი ეტაპის ნაწილად. სატელიტი დედამიწიდან 455 ათასი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს და მისი დანიშნულება „ჩანგე-4-სა“ და დედამიწას შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფაა.

„ჩანგე-4“ ზოგიერთ სხვა კვლევასთან ერთად, მთვარის ზედაპირის მინერალურ შემადგენლობას და რადიაციის დონეს შეისწავლის.

ეს ჩინეთის მეორე მისიაა, რომელიც ჩინეთმა მთვარეზე წარმატებით განხორციელა. პეკინი მთვარეზე მესამე კაფსულასაც გაუშვებს, რომლის მიზანიც მთვარიდან ზედაპირის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანა იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG