ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პასუხი ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ანგარიშზე


ანგარიშის თანახმად, ჩინეთმა თავდაცვის სფეროში დაახლოებით 145 მილიარდი დოლარი დახარჯა

ჩინეთი უარყოფს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ანგარიშს, რომლის თანახმადაც პეკინი თავდაცვაზე დახარჯულ თანხებს რეალურთან შედარებით გაცილებით შემცირებულად წარმოადგენს.

პენტაგონის მიერ კონგრესისთვის გაგზავნილ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2013 წელს ჩინეთმა თავდაცვის სფეროში დაახლოებით 145 მილიარდი დოლარი დახარჯა. ეს 20 პროცენტით აღემატება თანხას, რომელიც ჩინეთმა გამოაცხადა.

თავდაცვის დეპარტამენტის დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ პეკინმა ძალების გადაადგილების შესაძლებლობებიც მნიშვნელოვნად დახვეწა. ამაში შედის ჩინეთის საზღვაო და საჰაერო ძალები, სარაკეტო ტექნოლოგიები, უპილოტო საფრენი აპარატები და ინტერნეტ სივრცეში წარმოებული იერიშები.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტომ ანგარიშზე რეაგირება უკვე გააკეთა და განაცხადა, რომ ის „შეიცავს უაზრო ბრალდებებს, აზვიადებს „ჩინეთიდან წამოსულ სამხედრო საფრთხეს“ და სრულიად არასწორია.“
XS
SM
MD
LG