ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში მიგრანტებს განათლების მიღება შეეძლებათ


სავარაუდოდ 2016 წლისთვის, უნივერსიტეტში ჩაბარების საშუალება მიგრანტი მშობლების შვილებს ჩინეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში ექნებათ.

ჩინეთის მთავრობა მიგრანტი მუშახელის შვილებისთვის განათლების მიცემის წესებს შეამსუბუქებს. ამჟამად მიგრანტი მშობლების შვილებს ჩინეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების საშუალება არ აქვთ.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მათ უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდების ჩაბარების უფლებას არ აძლევენ, რაც ავტომატურად აღუკვეთავს მათ უნივერსიტეტში სწავლის საშუალებას.

საგანმანათლებლო პოლიტიკის შეცვლა ჩინეთის რამდენიმე მსხვილ ქალაქში დაიწყო და რეფორმას ჯერ ეროვნული მასშტაბები არ აქვს. სავარაუდოდ 2016 წლისთვის, უნივერსიტეტში ჩაბარების საშუალება მიგრანტი მშობლების შვილებს ჩინეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში ექნებათ.
XS
SM
MD
LG