ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთ-იაპონიის დავა


ჩინეთის და იაპონიის ლიდერები, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში არსებული უკაცრიელი კუნძულების ირგვლივ ატეხილი დავის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.

ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ჯინტაოს და იაპონიის პრემიერ მინისტრს, იოშუჰიკო ნოდას შორის 15 წუთიანი არაოფიციალური შეხვედრა შედგა ქალაქ ვლადივოსტოკში მიმდინარე სამიტის დროს.

როგორც ჩინეთის მედია იუწყება, პრეზიდენტმა ჰუ ჯინტაომ ტოკიოს მოუწოდა აღიაროს უთანხმოებასთან არსებული სიმწვავე და არ მიიღოს არასორი გადაწყვეტილება. კუნძულებზე პრეტენზიას ორივე სახელმწიფო აცხადებს.

XS
SM
MD
LG