ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი აცხადებს, რომ ჰონგ-კონგის იურიდიულ ბაზას "გააუმჯობესებს"


ჩინელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ჩინეთი „გააუმჯობესებს“ მეთოდს, რომლითაც ჰონგ-კონგის ლიდერი და სხვა ოფიციალური პირები დაინიშნებიან და ჩანაცვლდებიან.

ჰონგ-კონგის, მაკაოს და ფუნდამენტური კანონმდებლობის კომისიის დირექტორმა ჩენ ჩუნიაომ ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ ამ კვირაში კომუნისტური პარტიის ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს, „ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით“, ჰონგ-კონგის იურიდიული სისტემა გაუმჯობესდეს.

ჩენმა თქვა, რომ არ დაუშვებენ ნებისმიერ საქციელს, რომელიც სეპარატიზმს წაახალისებს ან ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის და გადაჭრით იმოქმედებენ, რომ ჰონგ-კონგის და მაკაოს საშინაო საქმეებზე უცხო სახელმწიფოების გავლენა არ დაუშვან.

ჩენის განცხადება ანტი-სამთავრობო პროტესტების მეხუთე თვის თავზე მოხდა. მოქალაქეები აპროტესტებენ ჩინეთის მხრიდან იმ თავისუფლებებში ჩარევას, რომლის გარანტიებიც ქალაქმა 1997 წელს მიიღო, როდესაც ბრიტანეთისგან ჩინეთის მმართველობას დაუბრუნეს.

XS
SM
MD
LG