ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეგელი ჩინელ კოლეგებთან შეხვედრისთვის ემზადება


აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩინეთის მხარეს კიბერთავდასხმების შესახებ ესაუბრება

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი აცხადებს, რომ ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრის დროს წარადგენს დოკუმენტაციას, რომლის მიხედვითაც ჩინელმა ჰაკერებმა პენტაგონის პროგრამებიდან ათობით მონაცემის მოპარვა შეძლეს. ამის შესახებ ჰეგელმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში განუცხადა. თავდაცვის მდივანი დღეს ჰავაიდან სინგაპურში გაფრინდა. ჰეგელის განცხადებით, შეერთებული შტატები ჩინეთის კიბერთავდასხმებს, როგორც საჯაროდ, ასევე პრივატულ დონეზეც უპასუხებს.

„ამ საკითხის მოგვარების მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს არის პირდაპირი საუბარი. ჩვენ ვაპირებთ ყველა საშუალების გამოყენებას, რაც გულისხმობს მჭიდრო თანამშრომლობას და ღონისძიებების ერთობლივად გატარებას, რაც უკეთესი ურთიერთგაგების შედეგი უნდა იყოს,“ - განაცხადა ჩაკ ჰეგელმა.
XS
SM
MD
LG