ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაკერული თავდასხმის ახალი დეტალები


ამერიკის პერსონალის მართვის ოფისმა განაცხადა, რომ ჩინელი ჰაკერების ხელში იმაზე მეტი ფედერალური მოხელის თითის ანაბეჭდებია, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ. პერსონალის მართვის ოფისი ამერიკის მთავრობის უწყებაა, რომელიც ფედერალური მოხელეების პერსონალურ ინფორმაციას ინახავს და მართავს.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში უწყება ამბობს, რომ გამოძიების შედეგების თანახმად, ჰაკერებმა 5.6 მილიონი ადამიანის თითის ანაბეჭდები მოიპარეს. ეს რაოდენობა 5-ჯერ აღემატება გამოძიებამდე ნავარაუდებ რიცხვს.

კიბერ-თავდასხმის შედეგად, რომლის შესახებაც ცნობილი რამდენიმე თვის წინ გახდა, ჰაკერების ხელში 22 მილიონი ამერიკელი ამჟამინდელი და ყოფილი ფედერალური მოხელის პერსონალური ინფორმაცია აღმოჩნდა.

გამომძიებლების ინფორმაციით, კიბერ თავდასხმა ჩინეთიდან განხორციელდა, თუმცა ამერიკის ოფიციალურ პირებს ინციდენტზე საჯარო რეაგირება არ გაუკეთებიათ და თავდასხმაში ჩინეთი არ დაუდანაშაულებიათ.

XS
SM
MD
LG