ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში კიბერ უსაფრთხოება დაირღვა


დღეს ჩინეთში ინტერნეტ-უსაფრთხოების სისტემაში ტექნიკური გაუმართავობა დაფიქსირდა, რის შედეგადაც ჩინეთში მილიონობით ინტერნეტ მომხმარებელს ფეისბუქზე, იუთუბსა და თვითერზე შესვლის საშუალება მიეცა.

ჩინეთის ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია მკაცრად აკონტროლებს ინტერნეტის შინაარსს. 2009 წელს შეიქმნა, ეგრეთ წოდებული, „ჩინეთის კიბერ-უსაფრთხოების დიდი კედელი,“ რომელიც მომხმარებელს ინტერნეტზე მხოლოდ გაფილტრული შინაარსის წკითხვის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ტრადიციული ინტერნეტის გამოყენებით, ჩინეთში შეუძლებელია ფეისბუქზე, თვითერსა და იუთუბზე შესვლა. ხელისუფლება ამით მოსახლეობისთვის საზღვარგარეთიდან შესულ ინფორმაციას ზღუდავს და აკონტროლებს.

ისეთი გაუმართავობები, როგორიც დღეს მოხდა საკმაოდ ხშირად ხდება ჩინეთის კიბერ-სამყაროში. თუმცა, მათი ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან ხშირად რამდენიმე დღემდე ვარირებს.

XS
SM
MD
LG