ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ჩინეთში


ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინციაში მდებარე ქალაქ ტაიუანის კომპარტიის ოფისთან რამდენიმე აფეთქება მოხდა

ჩინეთის სახელმწიფო მედია ადასტურებს, რომ კომუნისტური პარტიის ოფისთან მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა. სააგენტო „შინხუას“ ცნობით, ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე პროვინციულ ქალაქ ტაიუანში გამოყენებულია მცირე ზომის, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ის შუქნიშანთან იდგა, როდესაც პარტიის ოფისთან მინიავტობუსი აფეთქდა. სხვა თვითმხილველები 7-მდე აფეთქების ხმაზე საუბრობენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე მსუბუქად დაზიანებული მანქანები ჩანს, რომლებსაც მინები აქვს ჩამსხვრეული.

ერთი კვირის წინ პეკინში მომხდარ ავტოავარიაში და აფეთქებაში მთავრობამ მუსლიმი სეპარატისტები დაადანაშაულა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის განაცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და პოლიცია ჯერ არ არის დარწმუნებული, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთს უკავშირდება.
XS
SM
MD
LG