ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი ჩინეთის პორუქციას შეამოწმებს


აშშ-ი ჩინეთის პორუქციას შეამოწმებს
აშშ-ი ჩინეთის პორუქციას შეამოწმებს

ახლად შექმნილი სამსახურის მიზანია აღმოფხვრას მავნე ნივთიერებების შემცველი პროდუქციის ამერიკულ ბაზარზე მოხვედრა

აშშ-ის მთავრობა, ჩინეთის ბაზარზე დამზადებული პროდუქციის უსფრთხოების კონტროლისთვის ქვეყნის გარეთ სპეციალურ სამსახურს ქმნის. ამ სამსახურის მიზანია აღმოფხვრას მავნე ნივთიერებების შემცველი პროდუქციის ამერიკულ ბაზარზე მოხვედრა. აშშ-ის პროდუქციის უსაფრთხოების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ინეს ტენენბაუმი აცხადებს რომ ზემოხსენებული სამსახური, რომელიც ჩინეთში გაიხსნება, ვალდებულია კონსულტაციები გაუწიოს ჩინელ მწარმოებელს, რათა ამ უკანასკნელმა უკეთ გაათვითცნობიეროს ამერიკაში მომქმედი კანონები და სტანდარტები. შესაბამისად პრობლემების აღმოფხვრა მოხდება მანამდე, სანამ პროდუქცია შეერთებულ შტატებში მოხვდება.

"თუ ჩვენ წინასწარ ვიმოქმედებთ, თავიდან ავიცილებთ აშშ-ში აკრძალული მავნე ნივთიერებების შემცველი ნაწარმის გაყიდვიდან ამოღების პროცესს, ამით კი ჩვენი მომხმარებელის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, ხოლო რაც შეეხება მწარმოებელს, ისიც დაცული იქნება დიდი ოდენობით თანხების დაკარგვისა და სახელის შელახვისგან"

ყველაფერ ზემოხსენებულთან ერთად ახლად შექმნილი მაკონტროლებელი სამსახური შეუმსუბუქებს ამერიკის მთავრობას შექმნილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით წამოჭრას თავისი უკმაყოფილება.ორი თანამშრომელი რომელიც ამ სამუშაოს შეასრულებს პეკინში, აშშ-ის საელჩოში განლაგდება.

მარტო გასულ წელს, 220 უვარგისი ჩინური წარმოების პროდუქცია ამოიღეს აშშ-ის ბაზრიდან. შეშფოთებას იწვევს ბავშვთა სათამაშოებში ისეთი ნივთიერების შემცველობა, როგორიცაა ტყვია და არალეგალური წარმოების ელექტრონული მოწყობილობები. ამასთან ამერიკელი მომხმარებელი ცდილობს ჩინელი მწარმოებლისგან კომპენსაცია მიიღოს სამშენებლო მასალებში მავნე გაზების გამოყენების გამო. ამ გაზების შედეგად აშენებულ სახლებში დაზიანდა გაყვანელობები და დღესდღეობით მათში ცხოვრება შეუძლებელია.

თუმცა არის პოზიტიური ცვლილებებიც, ჩინური პროდუქციის ამოღების მაჩვენებლებმა უკანასკნელი თვეების განმავლობაში იკლო , რაც ნაწარმის უსაფრთხოების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ინეზ ტენენბაუმის განცხადებით, ჩინეთში წარმოების გამოსწორებაზე მეტყველებს. ამასთან მან დასძინა,რომ ადგილობრივად უსააფრთხოების სამსახურის გახსნა აუცილებლობას წარმოადგენდა, იმდენად რამდენადაც ამერიკულ ბაზარზე ჩინური პროდუქცია დიდი ოდენობით შედის.

"წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ამერიკულ ბაზარზე პროდუქციის 45 % ჩინური წარმოებისაა. რაც შეეხება სათამაშოებს ის ამერიკის ბაზრის 90% -ს შეადგენს."

ჩინეთი დღესდღეობით მსოფლიო ექსპორტიორთა შორის ლიდერობს. ამასთან ბოლო წლებში შეინიშნება დადებითი ძვრები პროდუქციის უსაფრთხოების მხრივაც. ჩინეთი ცდილობს განამტკიცოს ნდობა მომხმარებელთა შორის, მას შემდეგ რაც სურსათისა და სხვა პროდუქციის სკანდალური გაწვევა მოხდა ბაზრებიდან.

2007 წელს სიკვდილით დასაჯეს ჩინეთის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის თავკაცი კორუფციული გარიგებების გამო. მას ბარლად დასდეს ასი ათასობით დოლარის ოდენობის ქრთამის აღება დაბალხარისხიანი სამედიცინო პრეპარატებთან დაკავშირებულ გარიგებაში, რასაც რამდენიმე ადამინის სიკვდილი მოჰყვა.

ეს განაჩენი კორუმპირებულ მაღალჩინოსანს გამოუტანეს მაშინ, როდესაც შეერთებული შტატების მედიაში ფართოდ გაშუქდა კბილის პასტებსა და ძაღლების საკვებში მელამინის შემცველობის შესახებ ინფორმაცია. სწორედ ზემოხსენებული სკანდალის საფუძველზე ამერიკის მთავრობამ გადაწყვიტა ქვეყნის გარეთ, კერძოთ კი ჩინეთში გახსნას ჩინური პროდუქციის მაკონტროლებელი სამსახური.

XS
SM
MD
LG