ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრა ჩინეთში


პრეზიდენტის განკარგულებით სტიქიური უბედურების ზონაში მაშველთა მაქსიმალური მობილიზაციაა

მაშველები ჩინეთის მიწისძვრით დაშავებულ რეგიონში მუშაობას აგრძელებენ. სიჩუანის პროვინციაში მომხდარ სტიქიურ უბედურებაში დაღუპულთა რიცხვმა 200-ს, დაშავებულთა რაოდენობამ კი 11 ათასს მიაღწია. შაბათ დილით მომხდარ მიწისძვრას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.

პრეზიდენტ სი ძინპინის განკარგულებით მაშველთა მაქსიმალური რაოდენობის მობილიზება მოხდა. ქვეყნის პრემიერი ახლაც სტიქიური უბედურების ადგილზე იმყოფება. მიწისძვრის სიმძლავრე სიჩუანში 6.6 ბალს შეადგენდა. 2008 წელს სეისმურ ზონაში მყოფ რეგიონში მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა.
XS
SM
MD
LG