ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ მაკეინი ჩინეთს აფრთხილებს


ჯონ მაკეინი ჩინეთს აფრთხილებს

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა მიუნჰენში უშიშროების უმაღლესი დონის კონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იანგ ჟიუნს საკმაოდ მკვეთრი განცხადებით მიმართა.“არაბული გაზაფხული თქვენს ქვეყანაშიც მალე დადგება“-აღნიშნა მაკკეინმა.

ამერიკელი სენატორის ეს გაფრთხილება მოჰყვა ტიბეტში მომხდარი ფაქტის შესახებ ინფრომაციას, რომელიც სამი ტიბეტელი ბერის თვითმკვლელობის საჯარო აქტს ეხებოდა. თვითმკვლელი ბერებიდან ორი გადარჩა ერთი მათგანი კი გარდაიცვალა.

ბოლო ერთი წლის განმვალობაში ტიბეტში ჩინეთის მართველობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის სახით 16 ბიუდისტმა ბერმა დაიწვა თავი საჯაროდ.

რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია მაშინ დაიწყო,როცა გასულ მარტს ახალგაზრდა ტიბეტელმა ბერმა ტიბეტელთა განდევნილი სულიერი ლიდერის დალაია ლამას დაბრუნების მოთხოვნით, მონასტრის ეზოში ყველას თვალწინ თავი დაიწვა.

XS
SM
MD
LG