ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავტოკატასტროფა ჩინეთში


მეთანოლით დატვირთული ტანკერი ავტობუსს შეეჯახა

ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მეთანოლით დატვირთული ტანკერის ავტობუსთან შეჯახების გამო 36 ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო მედიის ცნობით ორივე მანქანას ცეცხლი მაშინათვე გაუჩნდა და მისი ჩაქრობა დიდხანს არ მოხერხდა. ავარია გამთენიისას ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე იანანის პროვინციაში მოხდა. ავტობუსის მგზავრებიდან მხოლოდ 3 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ავარიებით გამოწვეული დიდი მსხვერპლი ჩინეთისთვის უცხო არ არის. შარშან ავტოკატასტროფებში 70 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG