ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ჩინეთის საერთო ინტერესები


ყურადღება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებზე უნდა გამახვილდეს - აცხადებს ჩინეთის პრემიერ მინისტრი -ლი კეიანგი

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მისმა ქვეყანამ და შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, მეტი ყურადღება ორი ქვეყნის საერთო ინტერესებს უნდა დაუთმონ. ლი კეიანგმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის, რომლებიც ერთად მუშაობენ, განსხვავებები იქნება, მაგრამ ურთიერთპატივისცემით გადადგმული ნაბიჯების საშუალებით, მათ შორის კავშირის გაზრდის შესაძლებლობა იქმნება.

„ვიდრე ერთმანეთს პატივს ვცემთ, პატივისცემით ვეპყრობით ერთმანეთის სასიცოცხლო ინტერესებს და მთავარ შეხედულებებს, კარგად ვაკონტროლებთ განსხვავებებს ჩვენს შორის, ვაწარმოებთ თანაბარ კონსულტაციებს და ყველაზე მეტად კი - განსაკუთრებულ ყურადღებას საერთო ინტერესებზე ვამახვილებთ- შევძლებთ, რომ ჩინეთს და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობის დონე ავამაღლოთ“ – განაცხადა ჩინეთის პრემიერმა კომუნისტური პარტიის ყოველწლიურ სახალხო ეროვნულ ყრილობაზე გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG