ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩილეში გადარჩენის ოპერაცია გრძელდება


ჩილეში გადარჩენის ოპერაცია გრძელდება
ჩილეში გადარჩენის ოპერაცია გრძელდება

ერთმანეთის მიყოლებით, ჩილელ მაშველებს 33 მაღაროელი, რომლებიც უკვე 2 თვეზე მეტია მიწის ქვეშ, 600 მეტრის სიღრმეში არიან, მიწის ზედაპირზე ამოყავთ.

ამ დროისთვის ამოყვანილია უკვე 17 მაღაროელი.

პირველი, ვინც 2 თვის შემდეგ მიწის ზედაპირზე ფეხი დადგა, 31 წლის ფლორენციო ავალოსი იყო, ის ვაშინგტონის დროით ღამის 11 საათზე მეტალის კაფსულით ამოიყვანეს. 10 კვირიანი იზოლაციის შემდეგ, გადამეტებული განათებისგან თავდასაცავად, ავალოსი მუქ მინებიან სათვალეს ატარებდა. კაფსულის გახსნის შედმეგ, პირველად ის ოჯახის წევრებს გადაეხვია, ხოლო შემდეგ ჩილეს პრეზიდენტს შეხვდა.

“მთავრობამ ყველაფერი გააკეთა მაღაროელების მოსაძებნად და ახლა მათი გადარჩენის პატიოსან სიტყვას ვასრულებთ.”- აცხადებს ქვეყნის პრეზიდნეტი პინერა.

XS
SM
MD
LG