ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალადობის და კონფლიქტის გამო მილიონობით ბავშვი განათლების გარეშე რჩება


დისკრიმინაციის, მაღალი გადასახადების, თუ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის გამო მილიონობით ბავშვი სასკოლო განათლების გარეშე რჩება - ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშში.

85-გვერდიანი ანგარიში სახელად “განათლების დეფიციტი” განათლებაზე ხელმიუწვდომლობის მიზეზებს და განათლების უფლებას მიმოიხილავს. ანგარიში ერთდროულად 40 ქვეყანაში ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება.

“საუბარია დაახლოებით 120 მილიონ ბავშვზე და მოზარდზე, რომლებიც სკოლაში არ დადიან. ბევრი მათგანი შესაძლოა ვერც ვერასდროს წავიდეს სკოლაში, მათ შორისაა 31 მილიონი გოგონა, რომლებსაც სწავლის შეწყვეტა პოლიტიკური თუ ფინანსური ფაქტორების გამო მოუხდათ,” ამბობს ელინ მარტინეზი, Human Rights Watch-ის წარმომადგენელი და ბავშვთა უფლებების მკვლევარი,

მისი თქმით. გაეროს ოფიციალური მონაცემებით სასკოლო ასაკის და სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების რაოდენობა, სავარაუდოდ, 124 მილიონს სცდება. მთავრობები ვერ ახერხებენ ზუსტი ინფორმაციის შეგროვებას იმაზე, თუ ზუსტად რამდენი ბავშვი არ დადის სკოლაში და რა არის ამის მიზეზი.

“მიუხედავად იმისა, რომ 124 მილიონი შთამბეჭდავი რიცხვია, ბევრი ბავშვი რჩება ამ მონაცემებს მიღმა, ზოგი დისკრიმინაციის, ზოგიც იმის გამო, რომ მათი ქვეყანა სათანადოდ შესწავლილი არ არის. ამ დროს განათლებას მოკლებული უფრო მეტი ბავშვია. მაგალითად, სამხრთ აფრიკაში ნახევარ მილიონზე მეტი ბავში ვერ იღებს სასკოლო განათლებას მათი შეზღუდული შესაძლებლობების გამო. ვსაუბრობ სამხრეთ აფრიკაზე, ქვეყანაზე, რომლის ათასწლეულის განვითარების მთავარი ამოცანა საყოველთაო პირველადი განათლების მიღებაა.”

განათლებაზე წვდომის გარდა ანგარიშში ბავშთა უფლებების რამდნეიმე მნიშვნელოვანი თემაცაა განხილული, ერთ-ერთი ასეთი თემა - ბავშვების ფიზიკური დასჯაა, რაც “წამების ფორმებსაც იღებს და ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ტანზანიაში, სამზრეთ აფრიკასა და ამერიკის ბევრ შტატში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.”

განათლების მისაღებად ერთ-ერთი მნიშნელოვანი წინაღობა ფინანსებია.

“მილიონობით ბავშვისთვის სკოლის გადასახადი წარმოუდგენლად დიდი ბარიერია. იმ ბავშვების უმეტესობა, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრებით, ხშირად, ღარიბ ფენას ეკუთვნიან, მაგრამ გადასახადის გადახდა მაინც უწევთ. ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ ბავშვთა უფლებების კონვენციაზე და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებზე ხელის მოწერით ქვეყნებს აღებული აქვთ პასუხისმგებლობა პირველადი განათლება უფასო იყოს.”

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ განათლების მისაღებად გოგონებს განსაკუთრებული წინაღობები ხვდებათ, “სექსუალური ძალადობა, ძალადობა მასწავლებლების და თანატოლების მხრიდან, ქალიშვილობის გამოცდები, სავალდებულო ტესტირება ორსულობაზე, ადრეული ქორწინება და არასათანადო პირობები პირადი ჰიგიენის დასაცავად.”

ადრეული ქორწინება ძირითადად გოგონების პრობლებაა, ამბობს მარტინეზი: “მშობლები იღებენ გადაწყვეტილებას ისინი დააქორწინონ, რადგან მათ განათლების მიცემა, უბრალოდ, არ შეუძლიათ. მსგავს მაგალითებს წავაწყდით როგორც ინდონეზიასა და ტანზანიაში, ასევე შეერთებულ შტატებში.”

გაეროს მდგრადი განვითარების გეგმა “2030 წლამდე საყოველთაო ინკლუზიური განათლების მიღწევაა.” ამ გეგმის მთავარი მიზანი საშუალო განათლება პირველად იქცა.

მატინეზი ამბობს, რომ გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციას თითქმის ყველა ქვეყანამ უკვე მოაწერა ხელი, გამონაკლისი შეერთებული შტატებია. “ამით ნათელი ხდება, რომ საყოველთაო პირველადი განათლება ყველა ბავშვისთვის სავალდებულო და უფასო უნდა იყოს.ბავშებს უნდა ჰქონდეთ წვდომა საშუალო განათლებაზე და მთავრობებმა საამისოდ პროგრესური და უფასო განათლება უნდა უზრუნველყონ.”

Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, მაღალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებმაც შექმნეს დისკრიმინაციული ბარიერები “ლტოლვილებისთვის, მიგრანტებისთვის, ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი მოსწავლეებისთვის.”

ამ საკითხებზე ექსპერტები 13 ივნისს ნორვეგიაში დაგეგმილ განათლების სამიტზე იმსჯელებენ.

XS
SM
MD
LG