ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩიკაგოში პედაგოგთა გაფიცვა შეწყდა


გაფიცვის გამო ფუნქციონირება დაწყებითმა სკოლებმა და საბავშვო ბაღებმაც 350,000-მდე ბავშვს შეწყვიტა

ჩიკაგოს მასწავლებლები შეთანხმდნენ რეფორმასთან დაკავშირებული გაფიცვა შეწყვიტონ და ოთხშაბათს სასწავლო პროცესი განაახლონ.

ჩიკაგოს მასწავლებელთა პროფკავშირის გადაწყვეტილებით, ქალაქის სასკოლო საბჭოსთან დავის გამო დაწყებული გაფიცვა შეწყდება და 29,000 მასწავლებელი სკოლებში სწავლებას განაახლებს.

აღსანიშნავია, რომ გაფიცვის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა დაწყებითმა სკოლებმა და საბავშვო ბაღებმა, სადაც სულ 350,000-მდე ბავშვი სწავლობს.
XS
SM
MD
LG