ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩიკაგოში პედაგოგები გაიფიცნენ


ჩიკაგოს მერი რამ ემანუელი ყველაფერს მასწავლებელთა პროფკავშირებს აბრალებს

ჩიკაგოში, შეერთებული შტატების ზომით მესამე ქალაქში მასწავლებელთა საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. 29 ათასამდე მასწავლებელი და ადმინისტრატორი დღეს სამსახურში არ გამოცხადდა, რის გამოც 350 ათასი სკოლის მოსწავლე სკოლაში ვერ წავიდა. შესაბამისად, ბევრი მათგანის მშობლებს სამსახურის გაცდენა და სახლში ბავშვებთან დარჩენა მოუწია.

თვეობით მიმდინარე დებატები მასწავლებელთა შრომის შეფასების შესახებ წარუმატებლად დამთავრდა. ჩიკაგოს მერი, რამ ემანუელი ყველაფერს მასწავლებელთა პროფკავშირებს აბრალებს. მისი აზრით, მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს იყვნენ და გაფიცვის საჭიროება არ არსებობდა. მასწავლებლები კი სტანდარტიზირებული ტესტირების შედეგების მიხედვით მათი შრომის შეფასებას უსამართლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მოწაფეთა საგამოცდო ნიშნების მიხედვით მათი ევალუაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
XS
SM
MD
LG