ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეხეთის პრეზიდენტმა პრემიერ მინისტრი დანიშნა


რუსნოკის კანდიდატურას ნდობა პარლამენტმა 30 დღის განმავლობაში უნდა გამუცხადოს

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ახალი კაბინეტის ხელმძღვანელად დიდი ხნის თანამოაზრე-ეკონომისტი ჟირი რუსნოკი დაამტკიცა.

მემარცხენე პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ჩეხეთის საპარლამენტო უმრავლესობის - ცენტრისტული მემარჯვენე კოალიციის უკმაყოფილება გამოიწვია. კოალიციის აზრით, ჯირი რუსნოკის დანიშვნა პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდას ნიშნავს.

რუსნოკის კანდიდატურას ნდობა პარლამენტმა 30 დღის განმავლობაში უნდა გამოუცხადოს. თუ მისი კანიდატურა არ დამტკიცდა, ჩეხეთში პოლიტიკური გაურკვევლობა გაგრძელდება.

რუსნოკმა ყოფილი პრემიერი პეტრ ნეკასი შეცვალა, რომელმაც კორუფციის ბრალდებების გამო გასულ თვეს თანამდებობა დატოვა.
XS
SM
MD
LG