ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩავესი უკანასკნელ გზაზე გააცილეს


სამგლოვიარო პროცესია კარაკასის სამხედრო აკადემიიდან დაიწყო და სამხედრო მუზეუმში დასრულდა,

ათიათასობით ვენესუელელი შეიკრიბა კარაკასის ქუჩებში რათა პატივი მიეგოთ და უკანასკნელ გზაზე გაეცილებინათ პრეზიდენტი უგო ჩავესი.
სამგლოვიარო პროცესია კარაკასის სამხედრო აკადემიიდან დაიწყო და სამხედრო მუზეუმში დასრულდა, სადაც პრეზიდენტის გვამი სამუდამო ბინას დაიდებს. მოსახლეობა პროცესისას შეძახილებით და ჩავესის სურათებით ეგებებოდა.
სიკვდილამდე რამდენიმ ხნით ადრე, უო ჩავესმა თავის მემკვიდრედ ვიცე პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დაასახელა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მადურომ განაცხადა, რომ ის გააგრძელებს ჩევესის სოციალისტურ გზას. ის უკვე დარეგისტრირდა საპრეზიდენტო კანდიდატად არჩევნებისთვის, რომელიც 14 აპრილსაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG