ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუგო ჩავესი კიბოს ებრძვის


ჩავესის ჯანმრთელობის შესახებ უახლესი ინფორმაცია გავრცელდა

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი კიბოს ებრძვის.
ვიცე პრეზიდენტი ნიკოლა მადურო ვენესუელის ტელევიზიით ხუთშაბათს გამოვიდა და ერს ჩავესის ჯანმრთელობის შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა.
ჩავესი კარაკასის საავადმყოფოში 10 დღის წინ გადაიყვანეს. კუბაში ვენესუელის პრეზიდენტმა მანამდე ერთი თვე მკურნალობის მიზნით დაჰყო და ავადმყოფობის გამო, მეოთხე ვადით პრეზიდენტად გახდომამდე საკუთარი ინაუგურაციაც გამოტოვა.
ორი კვირის წინ ვენესუელელებმა საავადმყოფოში მომღიმარი პრეზიდენტის სურათი ოჯახის გარემოცვაში იხილეს. ეს ფოტო ჩავესის ერთადერთი გასაჯაროებული კადრია დეკემბრის შემდეგ.
მთლიანობაში, ვენესუელის მთავრობა არაფერს ამბობს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გარდა იმისა რომ მას მენჯის არეში სიმსივნე აქვს.
XS
SM
MD
LG