ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვეტერანი ჟურნალისტი არასათანადო სექსუალური მოქცევისთვის სამსახურიდან დაითხოვეს


ამერიკულმა სი-ბი-ესის სატელევიზიო ქსელმა ვეტერანი ჟურნალისტი ჩარლი როუზი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც რვა ქალმა როუზს სექსუალური ხასიათის არასათანადო მოქცევისთვის დასდო ბრალი.

როუზთან ურთიერთობა გაწყვიტეს ასევე პი-ბი-ესისა და ბლუმბერგის სატელევიზიო არხებმა, რომლებიც ჩარლი როუზის ინტერვიუების დისტრიბუციას ახდენდნენ.

რვა ქალი, რომელთაგან რამდენიმე როუზთან მუშაობდა, რამდენიმეს კი მასთან კარიერა ჰქონდა განზრახული, სახელგანთქმულ ჟურნალისტს შევიწროვებაში ადანაშაულებს.

ლარი კინგი, ჟურნალისტი, წამყვანი:

"სამწუხაროა, რაც ხდება, ჩარლის დიდი ხანია ვიცნობ. მან როგორც სჩანს აღიარა მომხდარი. არ ვიცი. უბრალოდ საწყენია ეს."

კენეტ ბრანა, მსახიობი:

"გვესმის მომხდარი შემთხვვების შესახებ და უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მსგავსი მოქმედებები აღარ განმეორდეს არამარტო ჰოლივუდში, არამედ ყველგან მსოფლიოში, სხვა კულტურებში, მსგავსი ყოველთვის, ყველგან სრულად მიუღებელია."

ჩარლი როუზმა ტვიტერის ქსელში განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის შეუსაბამო მოქცევისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG