ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

77 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩარლს ჯენკინსი, რომელიც დაახლოებით 40 წლის წინ ჩრდილოეთ კორეას ჩაბარდა. ჯენკინსი იაპონიის ჩრდილოეთ ქალაქ სადოში, სახლთან ახლოს ოჯახის წევრებმა იპოვეს.

ჩრდილოეთ კაროლინელმა ჯენკინსმა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარი 1965 წლის იანვარში გადაკვეთა და ჩრდილოეთ კორეის მთავრობას ჩაბარდა, რის შემდეგაც მან 39 წელი ინგლისურის სწავლებაში გაატარა, მან ასევე მონაწილეობა მიიღო რამდენიმე პროპაგანდისტულ ფილმში.

მოგვიანებით მან წარმოშობით იაპონელ ჰიტომი სოგაზე იქორწინა. სოგა ჩრდილოეთ კორეამ გაიტაცა და ის ჯაშუშებს იაპონურ ენას და კულტურას ასწავლიდა. წყვილი ორ ქალიშვილთან ერთად იაპონიაში 2002 წელს გადასახლდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG