ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მთავრობის საბრძოლო თვითმფრინავებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და დედაქალაქ დამასკოსთან ახლოს მდებარე ტერიტორიები დაბომბა, სადაც ოპოზიციის ძალები არიან გამაგრებული.

ლონდონში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებების ცენტრის ინფორმაციით, არბინში ორშაბათს დაწყებული საჰაერო რეიდის შედეგად, სულ მცირე, 8 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.

ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის პირელი შემთხვევა არ არის. მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და სირიის სამხედრო პოლიცია დედაქალაქის გარშემო დე-ესკალაციის ზონის შენარჩუნებას ცდილობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG