ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

CDC აცხადებს, რომ ამერიკაში პირბადეების ტარება სავალდებულო კიდევ დიდხანს იქნება


"ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის" (CDC) დირექტორი აცხადებს, რომ "აბსოლუტურად" ნაადრევია პირბადეების ტარების მოთხოვნის გაუქმება.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში, ყოველდღიურად დაფიქსირებული ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს, ეს მაჩვენებელი შარშანდელ ზაფხულთან შედარებით, მაინც ორჯერ მაღალია.

დოქტორმა, რაშელ ვალენსკიმ, გააფრთხილა მოსახლეობა, რომ პირბადეების ტარება კვლავ განსაკუთრებულად კრიტიკულია. CDC-ის ხელმძღვანელს ამ განცხადების გაკეთება მას შემდეგ მოუხდა, რაც აიოვისა და მონტანის შტატების გუბერნატორებმა გააუქმეს მოთხოვნა მათი შტატების ტერიტორიაზე პირბადეების ტარების შესახებ.

ვალენსკის თქმით, მომავალში, უფრო ხშირი გადადების თავიდან აცილებისთვის, უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, სწორედ პირბადის ტარებაა. მისი თქმით, მხოლოდ ასე შეიძლება სკოლების უსაფრთხოდ გახსნისა და სხვა დაწესებულებების უსაფრთხოდ ამუშავების გეგმაზე ფიქრი.

ივლიან თუ არა ამერიკელები ქუჩაში პირბადის გარეშე წლის ბოლოსთვის, ეს "ძლიერ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოვიქცევით ახლა", თქვა მან.

ვალენსკის თქმით, მართალია ჰოსპიტალიზაციისა და ინფექციის რაოდენობის რიცხვი ნელ-ნელა კლებულობს, თუმცა ამერიკას წინ კიდევ დიდი გზა აქვს გასასვლელი იმ დღემდე, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობას ნიღბის გარეშე სიარული შეეძლება.

CDC-ის ხელმძღვანელის მსგავსად, ჯანდაცვის სფეროს სხვა ექსპერტებიც ამბობენ, რომ პირბადის ტარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG