არიელ კასტრო, ადამიანი, რომელიც სამი ქალის მოტაცებისთვის და ძალადობისთვის ოჰაიოს ციხეში იხდიდა სასჯელს, საკანში გარდაცვლილი იპოვეს. მან სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. 53 წლის სკოლის ავტობუსის ყოფილი მძღოლი მაისში მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ერთ-ერთმა გატაცებულმა ქალმა ტყვეობას თავი დააღწია და პოლიციაში დარეკა.
ძიებამ დაადგინა, რომ ის 2002-2004 წლებში მოტაცებულ გოგონებს სასტიკად სცემდა და აუპატიურებდა. ერთ-ერთი მათგანს, ამანდა ბერის, კასტროსგან გოგონა შეეძინა. მეორე ქალის ჯერ კიდევ საშოში მყოფი შვილი კი დამნაშავემ თავად მოკლა. კასტრომ გასულ თვეში დასრულებულ სასამართლოზე ყველა დანაშაული აღიარა. მას 1 000 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.