ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდაცვის მდივანი ერაყშია


თავდაცვის მდივანი ერაყის თავდაცვის მინისტრთან ერთად

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ერაყს სტუმრობს. ეშ კარტერი ბაღდადში დღეს დილით ჩაფრინდა და ერაყის მთავრობის მაღალჩინოსნებს ხვდება, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და თავდაცვის მინისტრს.

კარტერი სუნიტების ლიდერსაც შეხვდება, რომელთანაც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლების შერჩევაზე და მომზადებაზე ისაუბრებს.

ერაყი ახლო მომავალში ანბარის პროვინციის ქალაქ რამადის დასაბრუნებლად ახალი ოპერაციის წამოწყებას აპირებს, რასაც ბევრი ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გამოცდად აფასებს.

ისლამურმა სახელმწიფომ რამადი მაისში მიითვისა, როცა ქალაქიდან ერაყის სამხედრო დანაყოფები გააძევა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტს არაერთხელ მოუწოდეს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო აქტიური ჩართვისკენ, მაგრამ ობამა ამერიკელი ჯარისკაცების სახმელეთო ჩართულობისგან თავს იკავებს. სანაცვლოდ ერაყელი ჯარების წვრთნასა და მომზადებაში 3 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო იღებს მონაწილეობას და ამერიკა კოალიციის საჰაერო კამპანიას ლიდერობს.

XS
SM
MD
LG