ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელმა გოგონამ ხალიჩაზე ობამა დახატა


აიშა რასეხი ავღანეთის ქალაქ შიბერღანში მიწურში ცხოვრობს. სწორედ ამ სახლში მისი ოჯახი ხალიჩებს ქსოვს.

„ამ ხალიჩაზე ბარაკ ობამას სურათი დავხატე და მის ქსოვას 8 თვე მოვუნდი. მინდა პრეზიდენტ ობამას ეს ხალიჩა პირადად გადავცე.“

აიშა ამბობს, რომ ხალიჩაზე ობამას სახე ამერიკელი ხალხის მიმართ მადლიერების გამოსახატად დახატა მათ მიერ გაწეული დახმარებისა და გაღებული მსხვერპლისთვის.

„მინდა ეს ხალიჩა ბარაკ ობამას, ამერიკის პრეზიდენტს პირადად გადავცე და მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს ავღანელი ერისთვის აღმოჩენილი დიდი დახმარებისთვის.“

აიშა სკოლაში დადის და ათ-სულიან ოჯახში ერთ-ერთი წევრია, რომელსაც საჭმლის საყიდლად მცირედი შემოსავალი აქვს.

„ხალიჩებს მამაჩემიც აკეთებს. ოჯახში ათნი ვართ და ხალიჩების ქსოვა ყველას შეგვიძლია. თავს ამით ვირჩენთ.“

ავღანეთში ხალიჩების ყველაზე დიდ რაოდენობას ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე აიშას რეგიონი აწარმოებს. უკანასკნელი წლების მანძილზე მათი პოპულარობა მატულობს, რაც ავღანეთის მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG