ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვებეკში ნავთობის ტანკერი რელსებიდან გადავარდა


ამ დრომდე ნაპოვნია 5 ადამიანის გვამი და დაახლოებით 40 კვლავ იძებნება

კანადის ოფიციალური პირები მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას ვარაუდობენ, მას შემდეგ, რაც ნედლი ნავთობის ტანკერი რელსებიდან გადავარდა და დასახლებულ პუნქტში აფეთქდა. ინციდენტი კვებეკში შაბათს გამთენიისას მოხდა.

ამ დრომდე ნაპოვნია 5 ადამიანის გვამი და დაახლოებით 40 კვლავ იძებნება. კანადის პრემიერ მინისტრი სტივენ ჰარპერი დაზარალებულ უბანს ეწვია და განაცხადა, რომ ავარიის შედეგად გამოწვეული ნგრევა ენით აუწერელია:

„აქაურობა საბძოლო ველს გავს. ქალაქის ცენტრის დიდი ნაწილი დანგრეულია, საშინელებაა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც და ძალიან ბევრ ადამიანს ისევ ვეძებთ.“

მატარებლის მფლობელმა კომპანიამ განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ პარასკევს მატარებლის მემანქანემ საკუთარი ცვლის ბლოს მუხრუჭები გაააქტიურა და სადგური დატოვა. თუმცა, მოგვიანებით, მატარებელი დაღმართზე დაგორდა და კვებეკში შესვლისას პირველივე მოსახვევში რელსებიდან ამოვარდა.
XS
SM
MD
LG