ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გატაცებული ფრანგები გაათავისფლეს


ფრანსუა ოლანდი დეტალებს არ ამჟღავნებს

ფრანგი ოჯახი, რომელიც კამერუნში გაიტაცეს და შემდეგ ნიგერიაში გადაიყვანეს, უკვე გათავისუფლებულია. ამის შესახებ საფრანგეთის და კამერუნის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, თუმცა, არცერთ მთავრობას დეტალები არ დაუკონკრეტებია. პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა „დაუზუსტებელი კონტაქტების“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ნიგერიამ და კამერუნმა ფრანგი ოჯახის გათავისუფლების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ოჯახის, რომელიც სამი უფროსისგან და ოთხი ბავშვისგან შედგებოდა, 19 თებერვალს კამერუნში ნიგერიის საზღვართან ახლოს ამბოხებული „ბოკო ჰარამის“ დაჯგუფების წევრებმა გაიტაცეს. გათავისუფლებული ოჯახი საფრანგეთში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG