ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევიდ კამერონი ეგვიპტეში ჩავიდა


დევიდ კამერონი ეგვიპტეში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ეგვიპტეს ეწვია. ის პირველი ლიდერი გახდა, რომელიც იქ პრეზიდენტ მუბარაქის გაძევების შემდეგ ჩავიდა. კამერონი ქაიროში დღეს დილით ჩაფრინდა. მისი ვიზიტი დაემთხვა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილის უილიამ ბერნსის ჩასვლას. გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ეგვიპტეს ეკონომიკის გასაძლიერებლად 150 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

XS
SM
MD
LG