ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში ავტოავარიას 8 ადამიანი ემსხვერპლა


კალიფორნიის საგზაო პატრულის განცხადებით, საგზაო შემთხვევის შედეგად 30ზე მეტი ადამიანი დაშავდა

სამხრეთ კალიფორნიის პოლიცია აცხადებს, რომ ავტოკატასტროფის შედეგად, რომლის დროსაც ტურისტული ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა, 8 ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა კვირა საღამოს ლოს ანჯელესიდან 130 კილომეტრში მდებარე ქალაქ ფორესტ ფოლში მოხდა.

კალიფორნიის საგზაო პატრულის განცხადებით, ავარიაში 30ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ავტობუსში მექსიკელი ტურისტები იმყოფებოდნენ, მათ შორის რამდენიმე ბავშვიც.
XS
SM
MD
LG