დაიღუპა სულ ცოტა 14 და დაშავდა 17 ადამიანი, როცა კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში სამმა თავდამსხმელმა შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვის განკუთვნილ ცენტრში ცეცხლი გახსნა. რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაჭრა.ეს იმ დროს მოხდა, როცა თავდამსხმელები ინციდენტის ადგილიდან გარბოდნენ. დაკავებულია კიდევ ერთი თავდამსხმელი.
ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ცოცხალია თუ არა დაჭრილი თავდამსხმელი. სან-ბერნარდინოს პოლიციის განყოფილების უფროსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეიარაღებული თავდამსხმელები ტრეინინგის ცენტრში "მოსაკლავად" შეიჭრნენ.