ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი კალიფორნიის სკოლაში


16 წლის მოსწავლემ, კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლი გახსნა

10 იანვარს, 16 წლის მოსწავლემ, კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლი გახსნა. ინციდენტის შედეგად მისი თანაკლასელი დაიჭრა. მომხდარმა კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შემატა მიმდინარე დებატებს იარაღის ტარების შესახებ.
კალიფორნიაში, ქალაქ ტაფტის პოლიციის განცხადებით, მასწავლებელმა და სკოლის ადმინისტრატორმა შეიარაღებული მოსწავლე დაარწმუნეს იარაღი გვერდზე გადაედო, და ამით მოსწავლეებს საშუალება ჰქონოდათ საკლასო ოთახი დაეტოვებინათ.
ამ ფონზე, ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცდილობს იარაღის ტარების შეზღუდვის საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოოს ამერიკაში, იარაღის შენახვისა და მოხმარების გავლენიანი ლობისტური ჯგუფის-იარაღის ნაციონალური ასოციაციის წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG