ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნია მიწისძვრისთვის ემზადება


კალიფორნია მიწისძვრისთვის ემზადება

იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ მსოფლიომ გაათვითცნობიერა, რომ ყველა მზად უნდა იყოს მომავალი სტიქიური უბედურებისთვის. ამერიკელი მეცნიერების გაანგარიშებით კალიფორნიის შტატი შესაძლოა მომავალი დიდი მიწისძვრის მსხვრპლი გახდეს.

კალიფორნიაში ამ მიზნით ბავშვების წვრთნასაც ახორციელებენ. 1994 წელს 6,7 მეთედი ბალის სიხშირის მიწისძვრის დროს 57 ადამინი დაიღუპა. მეცნიერები აცხადებენ რომ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ლოს ანჯელესის მახლობლად, სან ანდრეასის მიდამოებში 7,8 მეათედი ბალის სიხშირის მიწისძვრაა მოსალოდნელი. სავარაუდოდ სტიქიურ უბედურებას ათასობით ადამინი შეეწირება და მილიარდობით დოლარი ზარალი მიადგება რეგიონს. არც კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილია ამ მხრივ გამონაკლისი. 1906 წელს ქალაქი სან ფრანცისკო მნიშვნელოვნად დაზარალდა.

ამერიკის წითელი ჯვრის ორგანიზაცია მიწისძვრის შემთხვევაში სჭირო პირვალადი მოხმარების კომპლექტს ჰყიდის, რომელიც სასურველია რომ ყველას ჰქონდეს სახლში. მოსახლეობა ყველაფრისთვის მზად უნდ იყოს. აცხადებს წითელი ჯვრის წარმომადგენელი ლისა კლინკი:

" შეიძლება ისე მოხდეს, რომ ნანგრევებში რამდენიმე დღეს მოგიწიოთ ყოფნა, ამისთვის მზად უნდა იყოთ, ჩვენ ვურჩევთ ხალხს, რომ 3-4 დღის სამყოფი სურსათი და წყალი მაინც ჰქონდეთ. საუკეთესო შემთხვევაში ერთი კვირის მარაგი, მაგრამ სამი დღე მინიმუმია.“

ზოგიერთი კალიფორნიელი ამ გზავნილს ძალზედ სარიოზულად უყურებს, მაგალითად ნიკოლე პერზიკი აცხადებს, რომ მას ყველაფერი უკვე მზად აქვს:

" მე მაქვს წყალი და ყველაფერი რაც უბედური შემთხვევის დროს შეიძლება დასჭირდეს ადამინს, ყველაზე მეტად ჩემს შინაურ ცხოველებზე ვნერვიულობ.“

კალიფორნიაში მრავალი სხვადასხვა ეროვნების ადამინი ცხოვრობს. ამიტომ ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს თითოეული ადამინისთვის იმის შეხსენება, რომ ყველა მზად იყოს მომავალი სტიქიური უბედურებისთვის."

კალიფორნიაში შენობების აგებაზე განსაკუთრებული გამკაცრებული მოთხოვნებია. თუმცა ოფიციალურ პირებს სკოლების მდგომარეობა აღელვებთ, მიუხედავად იმისა , რომ შენობები უსაფრთხოა, არ არის გამორიცხული რომ ვინმე მაინც დაშავდეს.

კალიფორნიის მიწისძვრის შემსწავლელი ცენტრის წარმომადგენელი მარკ ბენტიენი აცხადებს რომ მოსახლეობა ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს:

„ პირველი რეაგირება თავად მოსახლეობამ უნდა მოახდინოს. სახელმწიფოს მხრიდან კი ეს პასუხისმგებლობა მეხანძრეებს და მაშველებს ეკისრებათ. ისინი მოვლენ დასახმარებლად, მაგრამ დახმარება შეიძლება შეყოვნდეს სხვადასხვა მიზეზების გამო.“

ამერიკული წითელი ჯვარი და ადგილობრივი მეხანძრეები დროთა განმავლობაში სწრაფი რეაგირების სპეციალურ წვრთნებს ატარებენ, რადგანაც ყველას უნდა ჰქონდეს გარკვეული გეგმა, წარმოადგენა თუ რა უნდა გაკეთდეს კატასტროსფის შემთხვევაში.

კინოპროდიუსერმა სტენლი ისააკმა თავის დროზე მსგავსი მომზადება გაიარა, რომელიც მას და მის მეუღლეს კალიფორნიაში მომხდარი 1994 წლის მიწისძვრის დროს ძალზედ დაეხმარა.

„ ახალი დაბრუნებული ვიყავი გადაღებებიდან, მქონდა ქურთუკი რომელშიც მედო ხელის ფარანი, რადიო და სხვადასხვა პირვალადი მოხმარების საგანი., იმ ღამეს როდესაც მიწისძვრა მოხდა ქურთუკი ჩავიცვი, მეუღელს რადიო და ფარანი დავაჭერინე ხელში, რამაც მას დიდი სიმშვიდე მოჰგვარა. „

ისააკმა ამ დღის შემდეგ ამ ქურთუქების დამზადება და გაყიდვა დაიწყო. თითოეული მათგანი ყველა საჭირო ნივთს შეიცავს, რომელიც აუცილებელია სხვაასხვა ბუნებრივი კატასტროფების დროს.

მეცნიერები დარწმუნებულები არაინ რომ კალიფორნიაში დიდი მიწისძვრა უნდა მოხდეს, მაგრამ არავინ იცის როდის და მზად იქნება თუ არა მოსახლეობა ამ დღისთვის.

XS
SM
MD
LG