ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არეულობა ქაიროს ქუჩებში


დემონსტრდაცია ლიბერალმა და მემარცხენე ჯგუფებმა მოაწყვეს

ეგვიპტის პრეზიდენტის მოჰამედ მორსის მხარდამჭერებსა და მის ოპონენტებს შორის, ქაიროს თაჰრირის მოედანზე შეტაკება მოხდა. დემონსტრდაცია ლიბერალმა და მემარცხენე ჯგუფებმა მოაწყვეს, რომლებიც პრეზიდენტობის მე-100 დღის თავზე მორსისგან უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდნენ. დემონსტრაცია, რომელიც ორგანიზატორების ვარაუდით "მილიონთა მარშით" უნდა გამოხატულიყო, მონაწილეთა სიმცირით გამოირჩეოდა. თუმცა ახალგაზრდებმა რამდენიმე ქუჩის გატაკეტვა მოახერხეს. პრეზიდენტის საწინააღმდეგო სლოგანების ყვირილს კი შეტაკება მოჰყვა. მორსის მხარდამჭერებმა და მისმა ოპონენტებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს.
XS
SM
MD
LG