ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამი დაღუპული ქურთი პარიზში


საფრანგეთის პოლიციის განცხადებით, სამი გარდაცვლილი აქტივისტის ცხედრებს ტყვიის ნაკვალევი აღენიშნებათ

თურქეთის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ პარიზში სამი ქურთი აქტივისტის მკვლელობა შიდა დაპირისპირების შედეგია.

სამი დაღუპული ქურთი ქალის ცხედარი-რომელთაგანაც ერთი თურქეთიდან ქურთული ავტონომიის მიღებისთვის მებრძოლი ქალია-გუშინ პარიზში, ქურთული საინფორმაციო ცენტრის ოფისში აღმოაჩინეს.

ქურთმა დემონსტრანტებმა თურქეთის მთავრობას უკვე დასდეს ბრალი აქტივისტებზე თავდასხმის ორგანიზებაში.

საფრანგეთის პოლიციის განცხადებით, სამი გარდაცვლილი აქტივისტის ცხედრებს ტყვიის ნაკვალევი აღენიშნებათ. გასროლას სავარაუდოდ ხუთშაბათს გამთენიისას ჰქონდა ადგილი. დაღუპულთა ვინაობა ცნობილია, ერთერთი მათგანია ქურთისტანის მუშათა პარტიის დამფუძნებელი საქინე ჩანსიზი.
XS
SM
MD
LG