ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის კრიზისი ბიზნესის სფეროში


იაპონიის კრიზისი ბიზნესის სფეროში

სინგაპურში იაპონიიდან პროდუქციის შეტანა უკვე ოფიციალურად აიკრძალა

იაპონიის ფუკუშიმას ელექტროსადგურზე ვითარება კვლავ უაღრესად მძიმეა. ერთ-ერთი რეაქტორის შეკეთების მცდელობისას, რამდენიმე ადამიანმა მძიმე რადიაციული დასხივება მიიღო.

ამ ეტაპზე, ზუსტად არ არის დადგენილი რამდენად ვრცელია რადიაციული დაბინძურება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ბიზნესები და ფერმერები ბირთვული კრიზისის შედეგებს უკვე გრძნობენ. იაპონიაში ერთ-ერთი თევზის ბაზარი თითქმის მთლიანად გაჩერებულია:

„თევზის მოწოდება რედიაციით დაბინძურებული რეგიონებიდან მთლიანად შეწყდა,“ -აცხადებს ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე.

თევზთან ერთად, მძიმე კრიზისი დაიწყო ხილ-ბოსტნეულის ბაზარზეც. მომხმარებელი აღარ ყიდულობს არა მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელიც რადიოაქტიური დაბინძურების რისკს წარმოადგენს, არამედ შემცირდა ვაჭრობა უსაფრთხო საკვებზეც. ადგილობრივ ბაზართან ერთად, მკვეთრად დაიკლო საერთაშორისო ექსპორტმაც.

სინგაპურში უკვე ოფიციალურად აიკრძალა იაპონიიდან პროდუქციის შეტანა. ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერი ცოკი ჰონი ამბობს, რომ რესტორნის კლიენტები პროდუქციის ხარისხით განსაკუთრებით ახლა ინტერესდებიან.

„სინგაპურში მომხმარებელს ცოტა არ იყოს ნდობა შეერყა. მაგრამ ეს ალბათ ბუნებრივი მოვლენაა, და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ ამის შესაცვლელად.“

კიდევ ერთი პოპულარული რესტორნის მენეჯერი კი ამბობს, რომ მან რესტორნის მენიუ მთლიანად შეცვალა:

„მომხმარებელს სურს იცოდეს საიდან მოდის პროდუქტი, რომლითაც კერძებს ვამზადებთ. ჩვენ უსაფრთხო პროდუქციას ვიყენებთ და ფუკუშიმადან არაფერი შემოგვაქვს. გარდა ამისა, სინგაპურს საშუალება აქვს შეამოწმოს ქვეყნაში შემოსული პროდუქციის ხარისხი.“

სინგაპურის მსგავსად იაპონიიდან პროდუქციის იმპორტი კანადამ, ავსტრალიამ და რუსეთმა უკვე აკრძალეს. სურსათის უვნებლობის მკვლევარი ბილ დუროდი აცხადებს:

„შეერთებულმა შტატებმა იაპონიიდან იმპორტზე უარის თქმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა. როცა ეს გადაწყვეტილება ოფიციალურ სახეს მიიღებს, ამერიკას სავარაუდოდ ბევრი ქვეყანა მიბაძავს.“

ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ რადიოაქტიური მასალით დაბინძურებული სურსათის საკითხი გაზვიადებულია. ყოველ დღე რადიაციით დაბინძურებული ერთი ჭიქა რძე რომ დავლიოთ, წლის განმავლობაში იმდენ რაციაციას მივიღებთ, რამდენსაც კომპიუტერული ტომოგრაფიის ერთხელ გადაღებისას იღებს ორგანიზმი.

ევროპული ქვეყნების ნაწილს ჯერ არ გამოუცხადებია იაპონურ პროდუქციაზე აკრძალვა. თუმცა გერმანიასა და საფრანგეთში იმპორტირებული საქონელის რადიაციაზე შემოწმება უკვე დაიწყო.

XS
SM
MD
LG