ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დალასში ამერიკის 5 პრეზიდენტი იყრის თავს


ბარაკ ობამა და 4 ექსპრეზიდენტი ტეხასში ჯორჯ ბუშის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნაზე ჩავიდნენ

პრეზიდენტი ობამა მეუღლის თანხლებით დღეს ტეხასის შტატში ჩავიდა. ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან ერთად მან ქიმიური ქარხნის აფეთქების შედეგად დაღუპულ ამერიკელთა ოჯახებს მიაგო პატივი

ის ასევე დაესწრო ჯორჯ ბუშის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიალს, რომელიც სამხრეთის მეთოდისტური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დაფუძნდა. ღონისძიება ისტორიულ ხასიათს ატარებს, ვინაიდან მასში შეერთებული შტატების ხუთივე ცოცხალი რესპუბლიკელი და დემოკრატი პრეზიდენტი იღებს მონაწილეობას: ჯიმი კარტერი, უფროსი ჯორჯ ბუში, ბილ კლინტონი, უმცროსი ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა.
XS
SM
MD
LG