ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმის საპროტესტო ნოტა ამერიკის მისამართით


ბირმის ხელიუსლფება უკმაყოფილოა ვაშინგტონის მოქმედებით, რომელიც უყურადღებოდ ტოვებს მეამბოხეების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს

ბირმის მთავრობამ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა შეერთებული შტატების საელჩოს, მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც გმობს სამთავრობო ჯარების შეტევას აჯანყებულთა პოზიციებზე.
მთავრობის განცხადებაში დაგმობილია შეერთებული შტატების ცალმხრივი პოზიცია ამ სისხლიან კონფლიქტთან დაკავშირებით. ბირმის ხელისუფლება უკმაყოფილოა ვაშინგტონის მოქმედებით, რომელიც უყურადღებოდ ტოვებს მეამბოხეების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს.
მთავრობა უკმაყოფილებას გამოხატავს ამერიკის ხელისუფლების პოზიციის გამო, რომელიც ქვეყანას კვლავ ბირმას უწოდებს მუანმარის ნაცვლად, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით 1989 წლიდან დაერქვა ამ სახელმწიფოს.
XS
SM
MD
LG