ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტპატიმრები ბირმაში


პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე შეინმა სპეციალური კომიტეტი ჩამოაყალიბა

ბირმის პრეზიდენტმა ცეინ შეინმა სპეციალური კომიტეტი ჩამოაყალიბა, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლების პრობლემაზე იმუშავებს.
პრეზიდენტის ოფისის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული კომიტეტი ამ ადამიანებისთვის თავისუფლების მინიჭებას ისახავს მიზნად.
ადამიანის უფლებათა დამცავი აქტივისტების განცხადებით, ბირმის პრეზიდენტმა პირველად აღიარა ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი.
2011 წელს ბირმის რეფორმატორმა პრეზიდენტმა შეინმა ასობით აქტივისტი გამოუშვა ციხიდან, რომელთა შორის ჟურნალისტებიც არიან.
XS
SM
MD
LG