ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბულგარეთის მთავრობაში ცვლილებებია


ბოიკო ბორისოვმა პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით ფინანსთა მინისტრი გადააყენა თანამდებობიდან

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი გადადგა ელექტროენერგიის გადასახადის მაღალი ტარიფის გამო გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ.

ბატონი ბორისოვის განცხადებით, ის ძალაუფლებას ხალხს გადასცემს და არ აპირებს დროებით მთავრობაში მონაწილეობის მიღებას. მომავალი არჩევნები ივლისში გაიმართება.

ბოიკო ბორისოვმა პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით ფინანსთა მინისტრი გადააყენა თანამდებობიდან, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ბულგარეთი ევროკავშირის წევრი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა.
XS
SM
MD
LG